ფონდს აქვს ერთადერთი მიზანი, დადოს გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო

ფონდს აქვს ერთადერთი მიზანი, დადოს გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო

ფონდს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დადოს გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და რა არის სწორი გზა, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ”საქართველოს განვითარების ფონდის” თემატური მიმართულებების ხელმძღვანელების წარდგენისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა „საქართველოს განვითარების ფონდი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს და ფონდის მიზნების შესახებ ყველაფერი ცნობილი „თავის დროზე გახდება“.

„ფონდს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ დადოს თავისი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და რა არის სწორი გზა. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ბევრი რამ არასწორად კეთდება საქართველოში. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.