სერგეი ლავროვი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს

სერგეი ლავროვი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გეგმავს.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა 8 აპრილს მოსკოვში გაიმართება. უცნობია დაგეგმილი შეხვედრის დეტალები, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, შეხვედრა მთიანი ყარაბაღის საკითხს მიეძღვნება.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება 2 აპრილს განახლდა. თუმცა, გუშინ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა.