იან კელი - ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედისმომცემია

იან კელი - ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედისმომცემია

დღევანდელი ახალი ამბები, რომელსაც ყარაბაღიდან ვიღებთ, იმედისმომცემია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ჩანს, რომ ამ შეთანხმებას იცავენ კიდევაც.

”მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავ განახლდა. გუშინ ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და საფრანგეთის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით შეხვედრა შედგა. ასევე იგეგმება ამ თანათავმჯდომარეების სტუმრობა ბაქოში, ერევანში და ასევე მთიან ყარაბაღში”, - განაცხადა იან კელიმ. 

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი ასე მშვიდობიანად გაგრძელდება.