ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი გადადგა. როგორც euronews.ge უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნული ე.წ. პანამის ჩანაწერებს უკავშირდება. ისლანდიური მედიის ცნობით, პრემიერის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაიკავებს. 

როგორც ცნობილია, დღეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა სიგმუნდურ გუნლეიგსონმა ქვეყნის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა სთხოვა. შესაბამისი მიმართვა პრემიერმა ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ოფშორული კომპანიის მფლობელია.

უცხოური მედიის ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნაზე პრემიერს უარი უთხრა და განაცხადა, რომ კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან უნდა ჩაატაროს. 
გუშინ, ისლანდიის პარლამენტთან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა, ოპოზიცია კი პრემიერს უნდობლობის ვოტუმით დაემუქრა. 

„პანამის დოკუმენტების“ თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% მოგვიანებით მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა. აღნიშნულმა კომპანიამ ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა.