”ეროვნულმა ფორუმმა” ”ქართული ოცნების” წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა

”ეროვნულმა ფორუმმა” ”ქართული ოცნების” წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა

”ეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია ”ქართული ოცნების” წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა, - ამის შესახებ ეროვნული ფორუმის” ლიდერმა კახა შარტავამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს კოალიციის წინაშე იდგა მთავარი ამოცანა - ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებიდან ჩამოცილება - მიზანი მიღწეული იქნა ეტაპობრივად, საპარლამენტო საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში კოალიციის გამარჯვებით.

”ამ გამარჯვებაში “ეროვნულმა ფორუმმა” კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან ერთად და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვნად შეასრულა თავის როლი. გამომდინარე აქედან, პარტიის ყრილობამ მიიჩნია, რომ ”ეროვნულმა ფორუმმა” თავისი თავი კოალიციის შემადგენლობაში ამოწურულად ჩათვალა და გადაწყვიტა, რომ ”ეროვნულმა ფორუმმა” პირნათლად შეასრულა კოალიციის წინაშე ნაკისრი ყველა ვალდებულება; ”ეროვნული ფორუმი” არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავლ არჩევნებამდე”, - განაცხადა შარტავამ.

მისივე თქმით, ”ეროვნული ფორუმი” კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.