შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ესკალაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ვითარება დასტაბილურდეს და მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს კონფლიქტის მოგვარება.
"საქართველოს შესაბამის უწყებებს აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია მხარეებთან", - აღნიშნა ბაქრაძემ.