თუ შესაძლებელია საქართველომ ყარაბაღის კონფლიქტში, ალბათ, მედიატორის როლი უნდა იკისროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.
როგორც კაპანაძემ განმარტა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტის ორივე მხარესთან კარგ ურთიერთობაში იმყოფება.
"ძალიან გულსატკენია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით სხვადასახვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. ეს მტკივნეული პროცესია მთელი რეგიონისთვის. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს კოლეგებთან როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში და სრულად ვიღებთ ინფორმაციას", - განაცხადა კაპანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და ვითარების მშვიდ ფაზაში გადაყვანა მოხდება.
ამასთან, კაპანაძის ინფორმაციით, კონფლიქტის მხარეებს საქართველოსთვის რაიმე თხოვნით ჯერჯერობით არ მოუმართავთ, თუმცა, მისივე განმარტებით, ორივე მხარე ცდილობს, თბილისი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს არსებული ვითარების შესახებ.
"რა თქმა უნდა, ორივე მხარეს თავისი ხედვა აქვს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხედვა გვქონდეს და და უფრო ობიექტურები ვიყოთ შეფასებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კაპანაძემ.