ბრიტანელების 43 % მზადაა მხარი დაუჭიროს ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილებას, 39 % კი - წინააღმდეგია. ამას მოწმობს გამოცემა "თThe Guardian"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.
ამავდროულად, გამოცემის ინფორმაციით, ამომრჩეველთა 18 % აცხადებს, რომ უჭირს პასუხის გაცემა, 1 %-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ახალგაზრდებზე, რომელთა უმეტესობა საერთოდ არ აპირებს ზაფხულში დაგეგმილ რეფერენდუმზე წასვლას.
ცნობილია, რომ გამოკითხვის თანახმად, 18-34 წლამდე ახალგაზრდების 53 % დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგია, 29 % კი - მომხრე.