"ეროვნული ფორუმი" ხვალ სპეციალურ ბრიფინგს გეგმავს

როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს დღეს ყრილობა, შესაბამისი იქნება ჩვენი ქმედებების სამომავლოდ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანი მიროტაძემ განუცხადა.

მიროტაძის ცნობით, ხვალ "ეროვნული ფორუმი" სპეციალურ ბრიფინგს გეგმავს. "ყრილობა დღეს გადაწყვეტს, კოალიციაში ვრჩებით თუ არ ვრჩებით. ამის შემდეგ, უკვე ხვალ კიდევ სხვა განცხადებებს გავაკეთებთ. ფორუმის დელეგატები დღეს ორ მნიშვნელოვან თემას გასცემენ პასუხს. ერთია ის, თუ როგორ მიდის "ეროვნული ფორუმი" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მეორე – უნდა დატოვოს თუ არა "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია. როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული დღეს, შესაბამისი იქნება ჩვენი ქმედებები სამომავლოდ", - განუცხადა ჟურნალისტებს მიროტაძემ პარტიის რიგგარეშე ყრილობის დაწყების წინ.