რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა ევაკუირებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა ევაკუირებულია

მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს შენობა იწვის. როგორც რუსული მედია იტყობინება, შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის მანქანები.
სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ ხანძარი სავარაუდოდ 8-სართულიანი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, თუმცა მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.