"რესპუბლიკელი" მინისტრები კვლავ რჩებიან თანამდებობებზე, რასაც მივესალმებით"

ვიცე პრემიერი, კახა კალაძე კოალიციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები გუნდში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ გავიდოდა დრო, კოალიცია დაიშლებოდა და ეს იქნებოდა ნორმალური პროცესი. ბევრი ადამიანი ამას აღიქვამდა ისე, რომ თუ ეს მოხდებოდა, დამთავრდებოდა ყველაფერი და ქვეყანაში კრიზისი იქნებოდა; უნდა გადაგვეყენებინა მთავრობა; უნდა ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები და ასე შემდეგ. თუმცა გადაწყვეტილებებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული, კოალიციის ლიდერთან კონსულტაციების შესაბამისად. გადაწყვეტილებები კი უკვე ცნობილია, თქვენ იცით, რომ "რესპუბლიკელი" მინისტრები კვლავ რჩებიან თანამდებობებზე, რასაც მივესალმებით. კოალიციაში შემავალი არც ერთი პარტია არ გამოდის თვისი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, მის განვითარებაზე", - განაცხადა კალაძემ "ქრონიკის სტუდიაში".