პარტია

პარტია "ქართულ ოცნებას" კოალიციურ პარტნიორებთან გარკვეული უხერხულობა ჰქონდა

"რესპუბლიკელ" ვახატნგ ხამალაძის განმარტებით, არჩევნებში მათი პარტიის დამოუკიდებლად მონაწილეობა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე გადაწყდა. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არჩევნებამდე "რესპუბლიკელები" პარლამენტში და მთავრობაში კოალიციურ თანამშრომლობას განაგრძობენ.

"გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამო მივიღეთ. აშკარად იგრძნობოდა კოალიციის დომინანტი კომპანიონის, პარტია "ქართული ოცნების" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის სურვილი. როგორც ჩანს, გარკვეული უხერხულობა ჰქონდათ მათ კოალიციურ პარტნიორებთან. მათი ეს სურვილი დღეს უკვე დადასტურდა. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის პრობლემა ჩნდებოდა ჩვენს შორის. მაგალითად რიგ საკითხებში განსხვავებული ხედვები გვქონდა. მთლიანობაში ჩვენ მივიჩნიეთ, რომ უმჯობესია არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო მოეღოს სპეკულაციას იმ თემაზე, შეუძლიათ თუ არა "რესპუბლიკელებს" არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება.

არჩევნებამდე ჩვენ პარლამენტში და მთავრობაში გავაგრძელებთ კოალიციურ თანამშრომლობას იმისთვის, რომ არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. გარდა ამისა, ჩვენ პირობა მივეცით ამომრჩეველს და ამ პირობას შევასრულებთ. ჩვენი სამი მინისტრი აგრძელებს მუშაობას იმ სამთავრობო პროგრამის შესასრულებლად რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.