ლევან ბოძაშვილი:  რეალურად კოალიცია ახლა შეიქმნა

ლევან ბოძაშვილი: რეალურად კოალიცია ახლა შეიქმნა

რეალურად კოალიცია ახლა შეიქმნა, რადგან აქამდე რასაც კოალიციას ვეძახდით, იყო საარჩევნო ბლოკი, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, კოალიცია სინამდვილეში არის ცალკე მოქმედი პარტიებისაგან შემდგარი მთავრობა, სადაც თითოეულს ინდივიდუალური პარტიული პასუხისმგებლობა აქვს.

"რეალურად კოალიცია ახლა შეიქმნა, რადგან აქამდე რასაც კოალიციას ვეძახდით, იყო საარჩევნო ბლოკი. კოალიცია კი სინამდვილეში არის ცალკე მოქმედი პარტიებისაგან შემდგარი მთავრობა, სადაც თითოეულს ინდივიდუალური პარტიული პასუხისმგებლობა აქვს მის მიერ მართულ სამინისტროზე და საერთო სამთავრობო მოქმედება "პარტნიორობა-კონკურენციაზეა" დამყარებული... ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკების პრაქტიკაში კოალიცია სწორედ ასეთი პრინციპით იქმნება და მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ ერთ ცალკე აღებულ ძალას არ აქვს უნარი მთავრობის ფორმირების, ან მისი შენარჩუნების მომავალ არჩევნებამდე", - აცხადებს ბოძაშვილი.