,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ნუ იქცევიან პირადი ცხოვრების დამშანტაჟებლების მოკავშირეებად.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული საზოგადოება ძალიან მკაფიოდ ემიჯნება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას.
"ნებსით, თუ უნებლიედ ნუ შეუწყობთ ხელს ლაზღანდარების, პოლიტიკური შანტაჟისტების, ჭორების ტირაჟირებას. ქართული საზოგადოება ძალიან მკაფიოდ ემიჯნება ამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პროცესს, ამიტომ სურვილი და იმედი მაქვს, რომ შანტაჟისტებს მედია არ გამოადგებათ მოკავშირედ. ჯერჯერობით ქართული მედია ერთი-ორი გამონაკლისის გარდა ასე იქცევა", -განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.