"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, რა სახით წარდგება პარტია საპარლამენტო არჩევნებში, ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც ტყემალაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამასთან დაკავშირებით გაიმართება კონსულტაციები.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ კოალიცია დაშლილია.
"ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ უმრავლესობა ინარჩუნებს თავის პოზიციას, ხოლო კოალიცია უკვე ამ განცხადებების შემდეგ დაშლილია. "რესპუბლიკელები" აცხადებენ, უმრავლესობაში კი დავრჩებითო მაგრამ, პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთო. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე კი არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რომ ვიმოქმედოთ უკეთესი იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ კოალიცია შეიქმნას, როგორც ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია, ანუ მას შემდეგ, რაც ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილებას. თუ რა კონფიგურაციით მივიღებთ მონაწილეობას, ამას მომავალი კონსულტაციები გვიჩვენებს", - განაცხადა ტყემალაძემ.