დაღესტანში აფეთქებზე პასუხისმგებლობა

დაღესტანში აფეთქებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

დაღესტანში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. როგორც "ფრანს პრესი" იტყობინება, ისლამისტებმა განაცხადეს, რომ დაღესტნის ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე "ისლამური სახელმწიფოს" წევრმა თავი აიფეთქა.

აფეთქება ოთხშაბათს, ტაბასარანის რაიონში მოხდა, სამართალდამცველებმა შესამოწმებლად ავტომობილი გააჩერეს, მძღოლის დოკუმენტების შემოწმებისას მან თავი აიფეთქა.შედეგად დაიღუპა ერთი სამართალდამცველი.

სამშაბათს კი დაღესტანში ორი ბომბი აფეთქდა, რასაც რუსეთის შსს-ს თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო.