დავით უსუფაშვილმა

დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკელების" მიერ 27 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების გადადების მიზეზები განმარტა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" მიერ 27 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების გადადების მიზეზები განმარტა.

როგორც დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გადადება მოხდა იმიტომ, რომ ახალი რეჟიმის დეტალების გავლა მომხდარიყო.

"ჩვენ კვირას მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ წინა დღეებში გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები და ჩვენი პარტნიორების განწყობა ვიცოდით, თუმცა 2-3 დღით გადავდეთ განცხადების გამოქვეყნება. გადავდეთ იმისთვის, რომ სწორედ ამ ახალი რეჟიმის დეტალები გაგვევლო და ამ ყველაფერს მომზადებული შევხვედროდით. ასე, რომ ცხოვრება გრძელდება, არანაირი შეშფოთების საფუძველი ქვეყნის მართვის, მისი სტაბილურობის და ვექტორების და ა.შ. არ არსებობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.