დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დღის წესრიგში პარლამენტის თავმჯდომარის და კომიტეტების "რესპუბლიკელი" თავმჯდომარეების გადაყენების საკითხის დასმას გამორიცხავს.
როგორც მან ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "ეს ნაკლებად მოსალოდნელია და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას ლამის გამორიცხავს".
ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, ხოლო პარლამენტის წინაშე ასეთი საკითხის დაყენების შესაძლებლობა, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საბოლოოდ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.