ინდოეთში მშენებარე ესტაკადის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა. სააგენტო "როიტერის" ცნობით, ნანგრევებში 150-მდე ადამიანია მოყოლილი.
ტრაგიკული შემთხვევა ინდოეთის ქალაქ კოლკატაში მოხდა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
"ბიბისი" აღნიშნავს, რომ ინდოეთში მშენებარე ნაგებობის ჩამონგრევის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რაც სამშენებლო სამუშაოების დაბალი ხარისხითაა გამოწვეული.