კარგია, რომ

კარგია, რომ "რესპუბლიკელებმა" საყვედრებლად თავი არ გაიხადეს და გადადგეს ეს ნაბიჯი

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილებას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, მისაღებია.

"რესპუბლიკური პარტია" კარგი გამოცდილების და წარსულის მქონე პარტიაა, თან ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც უახლოვდება დასავლური ტიპის პარტიების სტანდარტებს. ასეთ პარტიას სულ ჰქონდეს წამოსაყვედრებელი, რომ შენი ხმებით არ ხარ გასული და სხვამ გაგიყვანაო, ამასაც თავისი მოთმინების ფიალა აქვს. ის, რომ ასე საყვედრებლად თავი არ გაიხადეს და გადადგეს ეს ნაბიჯი, კარგია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯში არის რისკი, რადგან ბარიერი შეიძლება ვერ გადალახონ მათაც, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს ნაბიჯი უდავოდ გაჯანსაღების როლს შეასრულებს. საქართველოში თუ აღარ გვექნება მატარებლის კონსტრუქციის პოლიტიკური ძალები, სადაც ერთია ორთქმავალი და დანარჩენი - ვაგონები, ეს მისასალმებელი იქნება", - განაცხადა ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ.

მისი თქმით, თუ არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" გადალახავს ზღვარს, შესაძლოა "ქართულ ოცნებასთან" ახალ პარლამენტში შექმნას კოალიცია.