პარტია

პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან

პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა "რესპუბლიკური" პარტია კონსტრუქციული ოპოზიცია.

დავით უსუფაშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" და პარტია "ქართული ოცნება" დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა კონკურენციის რეჟიმში.

"ჩვენს იმიჯს დააზარალებს სახელმწიფოს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლო მოქმედება. ჩვენს იმიჯს გააძლიერებს ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციები იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე კი არ ვავნოთ საქმეს, არამედ ვარგოთ. ეს გააძლიერებს ჩვენი და "ქართული ოცნების" იმიჯსაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.