ზურაბ ტყემალაძე:  ”რესპუბლიკური პარტია” დიდი ხანია გასულია კოალიციიდან

ზურაბ ტყემალაძე: ”რესპუბლიკური პარტია” დიდი ხანია გასულია კოალიციიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალძე მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკური პარტია", უკვე დიდი ხანია გასულია კოლიციიდან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, "რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი.

"ისინი დიდი ხანია გასულები არიან კოალიციიდან. ჩვენ ერთსქესიანებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღეს ზუგდიდში ვმსჯელობთ, ისინი მხარს არ გვიჭერენ და არც ჩვენს გვერდით არ არიან. "რესპუბლიკელებს" ძირეულ და პრინციპულ საკითხებში განსხვავებული პოზიცია აქვს ხოლმე და აქედან გამომდნარე, მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებაც მიიღეს, სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ტყემალაძემ.

"რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.