"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, თუმცა ამ საკითხზე პრემიერის აპარატში კომენტარს არ აკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, საუბარი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების თაობაზე "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილებას შეეხება.