საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ფაქტები დროულად გამოიძიონ.
როგორც ჩაფიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტში უკვე მზადდება კანონპროექტი, რომელიც მსგავსი მასალების შენახვისა და გავრცელებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
,,კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნენ გამოვლენილი ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ. ვიცით, რომ ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია. ვიცით, რომ უკვე შემოსულია პრალემენტში პროექტი სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს პირველ რიგში, ასეთი მასალის მოპოვების, შენახვისა და გავრცელებისთვის პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას. ეს კანონი ძალიან მალე შევა ძალაში და ის იქნება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.