თურქეთში, ჰაკარის პროვინციაში, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლები, მათ შორის, ორი ქალი დააკავეს.
სააგენტო „IHA“-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ქალი სომხური წარმოშობისაა.
ისინი ერაყში გადასვლასა და ორგანიზაციის კუთვნილ ბანაკში საბრძოლო მოქმედებებში მომზადებას გეგმავდნენ.