აშშ გუანტანამოს ციხის 12 პატიმარს სხვა ქვეყნებს გადასცემს

აშშ გუანტანამოს ციხის 12 პატიმარს სხვა ქვეყნებს გადასცემს

აშშ გუანტანამოს ციხის 12 პატიმარს სხვა ქვეყნებს გადასცემს. პენტაგონი ჯერ არ აცხადებს, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა, როგორც "ბიბისი" იტყობინება, საუბარია ორ სახელმწიფოზე.

როგორც მოსალოდნელია, პატიმრების გადაყვანა უახლოეს კვირებში განხორციელდება.

ამჟამად გუანტანამოში 90-მდე პატიმარი იმყოფება.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა ციხის დახურვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა.

გეგმის თანახმად, მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის ყველა პატიმარს სამშობლოში ან აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ციხეებში გადაიყვანენ.