"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ბელგიის პრემიერ-მინისტრის მკვლელობას გეგმავდნენ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
ტელეკომპანიის ცნობით, ბრიუსელში ტერაქტების შემსრულებლებს ბელგიის პრემიერ-მინისტრის შარლ მიშელის სახლისა და ოფისის შენობის ამსახველი ფოტოსურათები პერსონალურ კომპიუტერში ჰქონდათ შენახული.
პრემიერის კანცელარია ბრიუსელში აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს მდებარეობს.
ბოლო მონაცემებით, ბრიუსელში 22 მარტს განხორციელებულ ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, 94 დაზარალებული ამ დრომდე გადის მკურნალობას.
პასუხისმგებლობა ტერაქტებისთვის დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.