„საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სიტუაციას არევს“

„საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სიტუაციას არევს“

ნატო-ში რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ევროპას მასშტაბური კრიზისის პირას მიიყვანს.

ამის შესახებ რუსეთის წარმომადგენელმა ერთ-ერთი რუსული არხის ეთერში განაცხადა.

„წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ და რომ ალიანსი რეალურად მიიღებს მათ თავის რიგებში, რადგან ეს სიტუაციას არევს და ამ ქვეყნების გაწევრიანება ევროპას წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისის პირას მიიყვანს“, - აღნიშნა რუსეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა.