"ისლამური სახელმწიფო" გერმანიას ტერაქტებით ემუქრება

"ისლამური სახელმწიფო" გერმანიას ტერაქტებით ემუქრება. როგორც ადგილობრივი მედია წერს გერმანიის ფედერალური პოლიცია და სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყება სწავლობენ კიოლნი-ბონის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმის შესაძლებლობას.

შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტვიტერის საშუალებით ისლამისტებმა ცეცხლში გახვეული აეროპორტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის შენობის ფოტოსურათი გაავრცელეს.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, მსგავსი სახის მასალებს "ისლამური სახელმწიფო" ახალგაზრდების რადიკალიზების მიზნით ავრცელებს, შესაძლო ტერაქტების შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, კიოლნში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.