აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯავშანსატანკო ბრიგადას განალაგებს

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯავშანსატანკო ბრიგადას განალაგებს

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში ჯავშანსატანკო ბრიგადას განალაგებს. ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, ეს იქნება პასუხი რუსეთის "აგრესიაზე" აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს სხვა ქვეყნებში.

ევროპაში განლაგდება 4 200 სამხედრო, 2500 ტანკი, ჰაუბიცები, საბრძოლო ტექნიკა და 1 700 სატრანსპორტო საშუალება. ტექნიკის ნაწილი განლაგდება გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

"ამ გზით ჩვენ განგავრძობთ ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერის სტრატეგიას და ვუზრუნველყოფთ მტკიცე და დაბალანსებულ მოქმედებებს რუსეთის აგრესიულობის გათვალისწინებით აღმოსავლეთ ევროპასა და სხვაგან", - განაცხადა ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა.

მისი თქმით, ჯავშანსატანკო ბრიგადის აღმოსავლეთ ევროპაში დისლოცირება 2017 წლის თებერვალში დაიწყება.

ცალკეული ქვედანაყოფები გათავსდება როტაციული პრინციპით ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნებში.

პენტაგონი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, ეს შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი იყოს.

ახალი ბრიგადის განთავსების შემდეგ ევროპაში აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა სამ ბრიგადას მიაღწევს.