"აუდიტორია 115" აკადემუიური საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ აყენებს

"აუდიტორია 115" უნივერისტეტის აკადემუიური საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ აყენებს და განათლების სამინისტროსგან შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას ითხოვს, - ამის შესახებ განცხადება "აუდიტორია 115"-ის წევრებმა ვლადიმერ პაპავასთან გამართული შეხვედის შემდეგ გაავრცელეს.

სტუდენტები განმარტავენ, რომ მათ მიერ წაყენებული მოთხოვნების ნაწილი შესრულებულია, ამის მაგალითი კი უნივერსიტეტის რექტორის გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომაა. მათივე განცხადებით, საჭიროა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო თანამდებობიდან რექტორის გადადგომისთანავე დაიშალოს და მოხდეს ახალი აკადემიური საბჭოს არჩევა.

"აუდიტორია 115"-ის წევრები აცხადებენ, რომ არ შეიძლება მოქმედმა აკადემიურმა საბჭომ უნივერისტეტის კანცლერი აირჩიოს, რადგან მათ შესაბამისი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ. სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დააყენეს უნივერისტეტის ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელებიც, მათივე თქმით, სტუდენტებს შორის ურთიერთობას ხელოვნურად ძაბავდნენ.

"აუდიტორია 115"-ის წევრები მათ მიერ წაყენებული მოთხოვნების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში საყოველთაო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზებას გეგმავენ.