თუ ივანიშვილის ხელისუფლება არ ჩაიდენს რაიმე მავნებლობას, იმედი გვაქვს,

თუ ივანიშვილის ხელისუფლება არ ჩაიდენს რაიმე მავნებლობას, იმედი გვაქვს,

თუ ივანიშვილის ხელისუფლება არ ჩაიდენს რაიმე მავნებლობას, იმედი გვაქვს, რომ სწორედ არჩევნებამდე მიიღებს საქართველო უვიზო მიმოსვლას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჟოზეფ დოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დღეს, პარტიის ოფისში შეხვედრა გამართეს, სადაც ვიზალიბერალიზაციასა და წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს.

გიორგი კანდელაკის თქმით, ევროპის სახალხო პარტია ესაა გუნდი, რომელიც საქართველოს ევროპული ინტერგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.

"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი გზავნილი ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღანელობისა და ზოგადად ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ, მარტივია - ივანიშვილის ხელისუფლების მავნებლობებს, მცდარ და საქართველოსთვის მავნებლურ ნაბიჯებს, არ უნდა შეეწიროს ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს - ესაა ევროპაში უვიზო მიმოსვლა. თუ ივანიშვილის ხელისუფლება არ ჩაიდენს რაიმე მავნებლობას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ არჩევნებამდე მიიღებს საქართველო უვიზო მიმოსვლას. ევროპის სახალხო პარტია არის ის გუნდი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია საქართველოს ევროპული ინტერგრაციისა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიაზე, თუ როგორ აპირებს ენმ ამომრჩეველს შესთავაზოს კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმა და დაამარცხოს "ქართული ოცნება", - განაცხადა კანდელაკმა.