თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა "აუდიტორია 115"-ის შემდეგ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებსაც შეხვდა და მათთან დღეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განიხილა.
ვლადიმერ პაპავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება რექტორის პოსტიდან გადადგომის შესახებ არ ყოფილა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები ითხოვდნენ და ამ მიზნით შიმშილობდნენ.
ვლადიმერ პაპავას განცხადებით, მან შეაჯერა მდგომარეობა და აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ ყველა საკითხის გათვალისწინებით მიიღო. თვითმმართველობის წევრებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა პიროვნული ბრძოლა ერთი ადამიანის წინააღმდეგ და ისინი უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ.
ვლადიმერ პაპავამ და სტუდენტებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.