საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს პროგრესი სამართლებრივი რეფორმებისა და თავისუფალი მედიის თვალსაზრისით

საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს პროგრესი სამართლებრივი რეფორმებისა და თავისუფალი მედიის თვალსაზრისით

არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს პროგრესი ადამიანის უფლებების, სამართლებრივი რეფორმებისა და თავისუფალი მედიის თვალსაზრისით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვინაიდან ოქტომბერში ახლოვდება არჩევნები, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს პროგრესი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, სამართლებრივი რეფორმებისა და თავისუფალი მედიის მიმართულებით, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალ საარჩევნო გარემო. საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი რეპუტაცია გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში. საარჩევნო პერიოდში აუცილებელია, ამ მაღალი რეპუტაციის გაფრთხილება", - განაცხადა ჰამონდმა.