თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან 1-ელი მაისიდან გადადგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განუმარტეს, 1-ელ მაისამდე უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდება.
"აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა რექტორის თხოვნა გადადგომის თაობაზე 1-ელი მაისიდან. 1-ელ მაისამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ჩატარდება. რექტორი 1-ელი მაისიდან გადადგება", - განმარტავენ თსუ-ში.