დაღესტანში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ავტომობილი ტაბასარანსკის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე აფეთქდა. რუსული მედიის ცნობით, შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა. კიდევ ერთი კი დაშავდა, ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი იმყოფება. აფეთქება გამშვებ პუნქტთან მოხდა.
პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თუ ვის ეკუთვნოდა ავტომობილი. ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღესტანში რიგით მეორე აფეთქებაა, კიდევ ერთი შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მახაჩყალასთან ახლოს პოლიციის ორი ავტომობილი აფეთქდა, შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა და ორი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.