ზურაბ აბაშიძე პარლამენტის სხდომის ჩაშლას

ზურაბ აბაშიძე პარლამენტის სხდომის ჩაშლას "ხელისუფლების უსუსურობას" უკავშირებს

უკავშირებს საქართველოში ხელისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ვერ უზრუნველყოფს სამუშაო პირობების შექმნას იმისთვის, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მნიშვნელოვან საკითხებზე, -განცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უსუსურია.

,,უმრავლესობამ ვერ უზრუნველყო შეკრება თავისი დეპუტატების იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი საკითხის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა მოხმდარიყო პარლამენტში. ეს კიდევ ადასტურებს ამ ხელისუფლების უსუსურობას. ხელისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ვერ უზრუნველყოფს სამუშაო პირობების შექმნას იმისთვის, რომ პარლამენტმა იმსჯელოს მნიშვნელოვან საკითხებზე"-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

დღეს პარლამენტში დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა კვორუმის გამო სხდომა ჩაიშალა.