საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ურიდული კომიტეტის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული კომიტეტის წევრების თქმით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული განცხადება, მხოლოდ მისი პერსონალური მოსაზრებაა, რომელსაც ევროპარლამენტის განწყობებთან საერთო არ აქვს.
„ყველა იმ საკითხით, რომელიც მათ აინტერესებდათ, ისინი უაღრესად კმაყოფილები არიან. მათ განაცხადეს, რომ მათი მიერ - პერსონალურადაც, კომიტეტიდანაც - საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა აქვს. ჩვენთან საუბარში გაიმეორეს ის, რომ ცოტა ხნის წინათ, ცალკეული ევროპული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები, ეს არის მათი პერსონალური მოსაზრებები და ამას საერთო არაფერი არ აქვს ევროპარლამენტის განწყობებთან",- აღნიშნა უსუფასვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.