საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია სრულად უჭერს მხარს ვიზალიბერალიზაციის სწრაფად გადაწყვეტას.
"მინდა წერტილი დავუსვა სპეკულაციებს და სრულიად ცალსახად განვაცხადო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფეს გადაწყვეტილებას. ეს იყო ჩვნი პოზიცია წარსულში და ეს იქნება მომავალშიც. თუ ამ პროცესში, ჩვენ ევროპელ პარტნიორებს გააჩნიათ კითხვის ნიშნები, მთავრობის ვალდებულებაა იმუშაოს მათთან პასუხის გასაცემად, აჩვენოს მათ ქვეყნის წინსვლა, გაკეთებული საქმეები და არ დაკავდეს იმ ტიპის ლანძღვით, შეთქმულებების თეორიებით, რაც ბოლო პერიოდში მოვისმინეთ", - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ თემაზე "ნაციონალების" მისამართით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას.
დავით ბაქრაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, "არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია, იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან, წაიყვანოს საქართველო წინ და ამით მივიდეთ იმ უსწრაფეს ვიზალიბერალიზაციამდე, რომელიც საქართველომ დაიმსახურა".