ირმა ნადირაშვილი:   გომელაურის კომპეტენცია არის ბატუტზე ხტომა

ირმა ნადირაშვილი: გომელაურის კომპეტენცია არის ბატუტზე ხტომა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დღეს პარლამენტში კვორუმის ჩაგდებით საპარლამენტო უმრავლესობამ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

,,დღეს უმრავლესობამ ბევრი იფიქრა თუ როგორ აეცილებინა თავიდან პარლამენტში გომელაურის ანგარიშის მოსმენა და მათ მოიფიქრეს ასეთი გადაწყვეტილება. ისინი წავიდნენ "შატალოზე". ეს არის სპეციალურად დაგეგმილი და დადგმული სპექტაკლი. მათ სპეციალურად არ ჰყავდათ საკმარისი დეპუტატები. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოში. საპარლამენტო უმრავლესობამ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევდათ, რომ გამოეყვანათ გომელაური, რომლის კომპეტენცია მხოლოდ არის ბატუტზე ხტომა და რომლის დამსახურება ის არის, რომ ის იყო ივანიშვილის დაცვის უფროსი. სამწუხაროდ, დღეს ეს სიტუაცია მივიღეთ. სამწუხაროდ, პარასკევს სხდომაზე გომელაური ვერ დაესწრება, რადგან ის მივლინებაში იქნება. ეს მასკარადი შემოგვთავაზა დღეს უმრავლესობამ, რათა გომელაურისთვის შეკითხვები არ დაგვესვა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღეს პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო 1-ელი აპრილისთვის გადაიდო.