სააგენტო "როიტერის" მიერ გაკეთებული ანალიზის მიხედვით, რუსეთი აქტიურად ამაგრებს თავის საჰაერო და საზღვაო ფლოტსა და სამხედრო ბაზებს სირიაში.
როგორც euronews.ge სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, მარტის განმავლობაში რუსეთმა სირიაში იმაზე მეტი რაოდენობით ტექნიკა გაგზავნა, ვიდრე გამოიყვანა.
"სატვირთო გემმა "ყაუზა"-მ ნოვოროსიისკის ნავსადგური დატვირთულმა დატოვა და სირიის მიმართულებით გაემართა, ხოლო უკან ცარიელი დაბრუნდა. სააგენტო ასევე იუწყება იმის შესახებ, რომ სხვა რუსული ხომალდები ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გაემართნენ. თუ რა გადააქვთ აღნიშნულ ხომალდებს და რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა დარჩა ქვეყნის ტერიტორიაზე იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყნიდან გატანა აქტიურად მიმდინარეობს, სააგენტოსთვის უცნობია", - წერს euronews.ge.
დღემდე რუსეთის ხელისუფლება არ ასაჯაროებს ინფორმაციას არც იმის შესახებ, თუ რა ოდენობის ტექნიკა და სამხედრო ძალა აქვს განთავსებული სირიის ტერიტორიაზე ან რა ოდენობის ტექნიკისა და სამხედრო ძალების გამოყვანა მოხდა ქვეყნიდან.