პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე დღეს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ.
იმისთვის, რომ სხდომა ჩატარებულიყო პლენარულ სხდომათა დარბაზში მინიმუმ 76 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა რეგისტრაცია პარლამენტის წევრთა საკმარისმა რაოდენობამ ვერ გაიარა.
დეპუტატებმა რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, მათ შორის ბოლო რეგისტრაციისას სხდომათა დარბაზში პარლამენტის მხოლოდ 54 წევრი იმყოფებოდა.