დაღესტანში პოლიციის ავტომობილების აფეთქებებზე პასუხისმგებლობა

დაღესტანში პოლიციის ავტომობილების აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

დაღესტანში გუშინ საღამოს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. საინფორმაციო სააგენტო Amaq-მა, რომელიც მხარს უჭერს "ისლამურ სახელმწიფოს" განაცხადა, რომ პოლიციის ავტომობილების აფეთქება ორგანიზაციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მოაწყვეს.

როგორც სააგენტო წერს, აფეთქების შედეგად 10 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო სამი სამხედრო დაიჭრა. თუმცა, როგორც რუსული მედია იტყობინება, მომხდარის შედეგად ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, ორი დაშავდა.

აფეთქებები მახაჩყალასთან ახლოს მოხდა. ავტომობილებში ქალაქ კრასნოიარსკის პოლიციელები იმყოფებოდნენ, რომლებიც მახაჩყალას ერთ-ერთ პოსტზე მორიგეობის შემდეგ ქალაქ კასპიისკში მიემგზავრებოდნენ.