სერგო რატიანი: ვახტანგ გომელაური რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალს წარმოადგენს

სერგო რატიანი: ვახტანგ გომელაური რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალს წარმოადგენს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალს წარმოადგენს.

"უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარმოდგენს რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალს. დღეს არ არსებობს თანამდებობის პირი, რომლის პირადი ცხოვრება არის დაცული და შესაბამისად, ეს ანგრევს სახელმწიფოს მოწყობის ელემენტარულ საფუძვლებს", - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგება.