ჩვენ არც კი განგვიხილავს ევრო 2016-ის გადადების ან გაუქმების საკითხი. პირიქით, მოვლენაზე, რომელზეც 7 მილიონამდე ადამიანს ველოდებით, რომლის მატჩებსაც 2.5 მილიონი მაყურებელი დაესწრება, უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური უსაფრთხოება, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, სპორტულ ცენტრში სტუმრობისას გააკეთა.
როგორც euronews.ge წერს, ოლანდმა აღნიშნა ისიც, რომ ევრო 2016 იქნება პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების ანტიდოტი, სიძულვილისა და შიშის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, ჩემპიონატის დროს მობილიზებული იქნება უმაღლესი დონის უსაფრთხოების სამსახურები და ყველა მატჩი მაქსიმალურად გაკონტროლდება.