უმრავლესობის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ,,რესპუბლიკელები" კოალიციიდან გამსვლელები არ არიან. როგორც ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი კოალიციიდან გასვლის საკითხი სავარაუდოდ პოლიტიკური ვაჭრობის თემაა.
,,მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე არაჩვეულებრივს იტყვიან ისინი. იტყვიან იმას რაც თქვეს ამდენხანს. კოალიციიდან ისინი გამსვლელები არ არიან. მე მგონია, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა. ეს მიღებულია პოლიტიკაში და საბოლოოდ შევთანხმდებით. მათ საუბარი აქვთ კვოტებზე და სხვაზე არაფერზე. თუმცა მთავარია სახელმწიფო ინტერესები არ გადავწიოთ უკან", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.