ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შედეგად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ დარღვეულა

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შედეგად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ დარღვეულა

ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შედეგად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ დარღვეულა. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

"რეზოლუცია არ კრძალავს გამოცდას", - განუცხადა მიხაილ ულიანოვმა "ინტერფაქსს".

აშშ-მ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ თეირანის მიერ რაკეტების გაშვება არღვევს იმ რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევს გასულ წელს მიღწეულ ისტორიულ ბირთვულ შეთანხმებას. ირანმა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მას მიღწეული შეთანხმების ფარგლებში სანქციები გაუუქმა, რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. თუმცა, განაცხადა, რომ იგი ბირთვული პროგრამას არ უკავშირდება და მშვიდობიან ხასიათს ატარებს.