უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, პრეზიდენტი პოროშენკო ქვეყნის ახალ გენერალურ პროკურორთან თანამდებობაზე მისი აღდგენის საკითხს განიხილავს.
საყვარელიძემ აღნიშნა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„პრეზიდენტმა შეხვედრისას მითხრა, რომ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა და ჩემი მოხსნა მასთან შეტანხმებული არ ყოფილა. პრეზიდენტმა მითხრა, რომ ახალ გენერალურ პროკურორთან ჩემი აღდგენის საკითხზე იმსჯელებს“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.