საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი განისაზღვრა. შესაბამისი ცვლილება "საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში" სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის ბრძანებაში შევიდა.
თამარ სანიკიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი. იმ შემთხვევაში თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 10 ივნისი ემთხვევა პარასკევს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად 10 ივნისი განისაზღვრა.