აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, ტერორისტული საფრთხის გამო, ამერიკელი დიპლომატების, სამხედროების და სამოქალაქო პირების ოჯახებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილი უნდა დატოვონ.
რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ბრძანება ეხება აშშ-ის საკონსულოს ადანში და სამხედრო ობიექტებს ინჯირლიკში, იზმირსა და მუგლში.
პენტაგონის წარმომადგენლის პიტერ კუკის განცხადებით, კონკრეტული საფრთხეები არ არსებობს, მაგრამ თავდაცვის და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 28 მარტს, მსგავსი გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ მიიღო. ხელისუფლებამ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, რაც შეიძლება დროულად დატოვონ თურქეთი.